თურქეთის ბაზარზე თხილი იაფდება

თურქეთის ბაზარზე თხილი გაიაფდა. თუ აქამდე კილოგრამის ფასი 3.63 დოლარს შეადგენდა, ამჟამად პროდუქტის ღირებულება 3,45 დოლარია.

არადა, თხილის ხარისხი მნიშვნელოვნად უკეთესია, ვიდრე მოსავლის აღების დასაწყისში იყო.

თურქეთის მარცვლეულის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე ფასის ცვლილება ზრდისკენ არ იგეგმება. მან ასევე განაცხადა, რომ დეკემბრის ბოლომდე გაყიდვების სტრატეგია არ შეიცვლება.

ცნობისათვის, თურქეთის დასავლეთით, აქჩაკოჩას რეგიონში მოსავლის დაახლოებით 70% უკვე აღებულია. ფერმერები აქ უფრო მეტად აძლევენ თავიანთ პროდუქტს ვაჭრებს, თუმცა, აქაც გაყიდვების დაახლოებით მესამედი საკომისიოს საფუძველზე ხორციელდება. ერთის მხრივ, ამ ტიპის ბიზნესის დაბრუნება დადებითად აღიქმება, რადგან პროდუქტები ამგვარად ხელმისაწვდომია, მაგრამ, მეორე მხრივ, დაგეგმვის გაურკვევლობა იწვევს კონფლიქტს. უპირატესობა ის არის, რომ სანამ ნედლი პროდუქტი არ გაიყიდება, ბაზრის დასუსტების შემთხვევაში ინდუსტრია ზარალს არ განიცდის. შესაძლებელია მხოლოდ მწარმოებლის მოგების შემცირება, რაც ჯერ კიდევ მისაღებია ბაზრის მრავალი მონაწილის თვალში.

ექსპორტის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, თუ რამდენად არამდგრადია არსებული მდგომარეობა. გასულ კვირაში ექსპორტის საშუალო ღირებულება კილოგრამზე 6,12 დოლარი იყო, როცა ცოტა ხნით ადრე ღირებულება 6,95 დოლარს შეადგენდა. ამიტომ ადვილი მისახვედრია, რომ გასული კვირის განმავლობაში დაახლოებით 6,800 ტონა ექსპორტით, ინდუსტრია ამჟამად დიდი ზარალის წინაშე დგას.

ცნობისათვის, თურქეთი მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასის მთავარი განმსაზღვრელია.

ეკა დარჩიაშვილი