ბანგლადეშმა რუსეთისგან ურანის პირველი გზავნილი მიიღო რუსეთისგან და მსოფლიოში 33-ე ქვეყანა გახდება, რომელიც ატომურ ენერგიას აწარმოებს.
ინდოეთის მეზოებელი სამხრეთ აზიური ქვეყანა პირველ ორ ბირთვულ რეაქტორს რუსეთის სახელმწიფო კომპანია Rosatom-თან თანამშრომლობით აშენებს. პროექტის 90%, 12.65 მილიარდი აშშ დოლარი ფინანსდება 28-წლიანი ვადიანობის რუსული სესხით.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა შეიხ ჰასინამ ბირთვული საწვავის მიღების ცერემონიაზე ამ მოვლენას "ბანგლადეშელი ხალხისთვის საიამაყისა და ბედნიერების დღე" უწოდა. პუტინმა კი მადლობა გადაუხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომელმაც პროექტს ზედამხედველობდა.
რუპურის სადგური დედაქალ დაკადან ჩრდილოეთითაა. პირველი რეაქტორი, რომელსაც 2,400 მეგევატის დადგმული სიმძლავრე აქვს, ჯერ კიდევ ივლისში უნდა ამუშავებულიყო, თუმცა პროცესი შეფერხდა.
გასულ თვეში სერგეი ლავროვმა, პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ბანგლადეშს ესტუმრა 1971 წელს მისი დამოუკიდებლობის შემდეგ, განაცხადა, რომ მოსკოვს პროექტის თავის დროზე დასრულება სურდა მიუხედავად დასავლური სანქციებით გამოწვეული წინაღობებისა.
აღსანიშნია, რომ, Reuters-ის თანახმად, ბანგლადეში 2013 წლის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისის წინაშე იყო ელექტროენერგიის სექტორში, რასაც უჩვეულო ამინდი და იმპორტირებული ენერგიის ფასის ვერგადახდა განაპირობებდა ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და უცხოური რეზერვების კლების გამო.
ელექტროენერგიის გენერაცია ამჟამად დამოკიდებულია იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე, რომლის ფასიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა და მხოლოდ ბოლო პერიოდში დასტაბილურდა.