ისრაელმა განგაში გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ჰამასმა ქვეყანაზე წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა და ღაზას სექტორიდან საზღვარზე სამხედროები განათავსა.
ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერმა, მუჰამედ დაიფმა თქვა, რომ პალესტინურმა დაჯგუფებამ ისრაელისკენ 5,000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა და პალესტინელებსაც და სხვა არაბულ სახელმწიფოებსაც მოუწოდა შეერთებისკენ.
ისრაელში ამბობენ, რომ სამხედროები ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ სხვადასხვა ადგილას, გადაკეტეს გზები, ხოლო ღაზას ანკლავში მაცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩნისკენ მოუწოდეს. თავდასხმაში მონაწილეობს ისლამური ჯიჰადი, შედარებით მცირე ზომის სამხედრო დაჯგუფება ღაზაში.
ესაა ყველაზე დიდი დაძაბულობა ორ მხარეს შორის 2021 წლის 11-დღიანი ომის შემდეგ. აქამდე რამდენიმე კვირით ადრე გაღვივდა დაძაბულობა ღაზას საზღვარზე, რომელიც ისარელისა და ეგვიპტის ბოლკადაშია 2007 წელს ჰამასის მიერ ამ ტერიტორიის აღების შემდეგ.
გარდაცვლილთა და დაზარალებულთა შესახებ ზუსტი ცნობები არაა, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთმა რაკეტამ ერთი ქალის სიცოცხლე შეიწირა და 15 ადამიანი დააშავა.
ისრაელური მედიის ცნობით, სამხედრო ძალებს შორის შეტაკებები რამდენიმე ლოკაციაზეა, პალესტინურ მედიაში იუწყებიან, რომ აყვანილი ჰყავთ მძევლები.
პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის სამინისტროში ისრაელის უსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელებს შეხვდა მდგომარეობის შესაფასებლად, ხოლო ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისტების გამოძახება დაიწყო.
საბრძოლო მოქმედებები ისრაელ-პალესტინის 18-თვიანი დაძაბულობის შედეგია ღაზას სექტორში, რომელიც 1967 წლის შემდეგ ისრაელის მიერაა ოკუპირებული და რომელსაც პალესტინელები თავიანთი სამომავლო სახელმწიფოს ცენტრად მიიჩნევენ.
გაეროს უახლესი მონაცემებით, რომელიც არ მოიცავს ბოლო თავდასხმას, ისრაელის ჯარებმა წელს 212 პალესტინელი მოკლეს, ხოლო პალესტინელებმა 30 ისრაელელი.