წმინდა კატბერტის სახარება, როტშილდის ლოცვების წიგნი - რომელია ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული წიგნები

1978 წელს “გუტენბერგის ბიბლიის“ მხოლოდ 48 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი, პირველი ნაბეჭდი წიგნი, 2 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. ის ისტორიაში შევიდა ყველაზე ძვირად ღირებულ წიგნად, რომელიც პირველად გაიყიდა მილიონობით დოლარად. თუმცა, დღეს ის ტოპ 20-შიც კი არ შედის, რადგან არსებობს ისეთი ეგზემპლარებიც, რომლებიც მასზე ძვირად გაიყიდა.

1-1697203790.jpg

მორმონის წიგნი - 35 მილიონი აშშ დოლარი

2017 წელს იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიამ (უფრო ცნობილია, როგორც მორმონის ეკლესია) იყიდა მორმონის წიგნის სტამბური ხელნაწერი. ეს არის მორმონის ეკლესიის დამაარსებლის, ჯოზეფ სმიტის მიერ, 1830 წელს გამოქვეყნებული წმინდა ტექსტის ყველაზე ძველი შემორჩენილი ასლი.

2-1697203799.jpg

ზენგ გონგის “წერილი მეგობარს“ - 31,73 მილიონი აშშ დოლარი

მე-11 საუკუნის მეცნიერის და მწერლის ზენგ გონგის 124 სიმბოლოსგან შემდგარი წერილი 2016 წელს აუქციონზე ჩინელ კინომაგნატმა, ხელოვნებისა და ისტორიული ნივთების ცნობილმა კოლექციონერმა, ვანგ ჟონჯუნმა 207 მილიონ იუანად (31,73 მილიონი აშშ დოლარად) იყიდა. წერილის ღირებულება თითქმის გაორმაგდა 2009 წელს.

3-1697203807.jpg

ლეიცესტერის კოდექსი (Codex Leicester) – 30,8 მილიონი აშშ დოლარი

მაიკროსოფტის დამფუძნებელმა და პლანეტის ერთ დროს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბილ გეითსმა 1994 წელს 30,8 მილიონ დოლარად აუქციონზე იყიდა და ვინჩის „Codex Leicester“. 2018 წელს გეითსმა კოდექსის გვერდები გააციფრულა, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს ხელნაწერი „დაათვალიერონ“.

4-1697203823.jpg

წმინდა კატბერტის სახარება - 14,34 მილიონი აშშ დოლარი

“წმინდა კატბერტის სახარება“ ევროპაში უძველესი ხელუხლებელი წიგნია. ის წმინდა კუტბერტს VII საუკუნის ბოლოს, დაკრძალვის დროს ჩააყოლეს. თუმცა, 400 წლის შემდეგ, ოდესაც ჩასასვენებელი გახსნეს, წიგნი იპოვეს.

2012 წელს, ბრიტანეთის ბიბლიოთეკის მიერ, 9 მილიონ ფუნტად (14,34 მილიონი აშშ დოლარი) შეძენილი სახარება ახლა გამოფენილია, როგორც დარბაზში, ასევე ონლაინ.

5-1697203834.jpg

ბეის ფსალმუნთა წიგნი (Bay Psalm Book) - 14,2 მილიონი აშშ დოლარი

2013 წელს ქველმოქმედმა დევიდ რუბენშტეინმა 14,2 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა 1640 წლით დათარიღებული, Bay Psalm Book-ის 11 ასლიდან ერთ-ერთი. ეს იყო პირველი ცნობილი ნაბეჭდი წიგნი შეერთებულ შტატებში.

წიგნი გამოიცა კემბრიჯში. ფსალმუნების ეს პატარა წიგნი პურიტანი ეკლესიის სტუმრებისთვის, არის ყველაზე ძვირად ღირებული ნაბეჭდი წიგნი ისტორიაში.

6-1697203844.jpg

როტშილდის ლოცვების წიგნი - 13,6 მილიონი აშშ დოლარი

როტშილდის ლოცვების წიგნი არის ლოცვების ილუსტრირებული ხელნაწერი, რომელიც დათარიღებულია მე-16 საუკუნის დასაწყისით და მდიდარი როტშილდების ოჯახის სახელით არის ცნობილ. ხელნაწერს როტშილდების რამდენიმე თაობა ფლობდა, სანამ ის 1938 წელს ნაცისტებმა არ ჩამოართვეს.

2014 წელს ავსტრალიელმა ბიზნესმენმა კერი სტოკსმა წიგნი აუქციონზე 13,6 მილიონი აშშ დოლარად იყიდა.

7-1697203854.jpg

უილიამ შექსპირის კომედიები, ისტორიები და ტრაგედიები - 9,97 მილიონი აშშ დოლარი

უილიამ შექსპირის შეგროვებული ნამუშევრების 1623 წლის ორიგინალური ასლი, 2020 წელს აუქციონზე 9,97 მილიონ დოლარად გაიყიდა. ის კერძო კოლექციონერმა შეიძინა.

არსებობს “პირველი ფოლიოს“ მხოლოდ ექვსი სრული ეგზემპლარი და ეს ასლი ახლა ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარია, რაც კი ოდესმე გაყიდულა აუქციონზე.

8-1697203865.jpg

ბაბილონური თალმუდი – 9,32 მილიონი აშშ დოლარი

ბაბილონის თალმუდის სრული გამოცემა დანიელ ბომბერგმა პირველად 1520 წელს დაბეჭდა და დღემდე ცნობილია ამ ნაკრებიდან მხოლოდ 14-ის არსებობა.

2015 წელს ერთ-ერთი ასეთი ეგზემპლარი მდიდარმა ნიუ-იორკელმა ბიზნესმენმა ლეონ ბლეკმა აუქციონზე 9,3 მილიონ დოლარად იყიდა.

9-1697203876.jpg

მე-15 საუკუნის ხელნაწერი ყურანი - 8,76 მილიონი აშშ დოლარი

2020 წლის ივნისში, მე-15 საუკუნის ყურანი, აუქციონზე 7 მილიონ ფუნტ სტერლინგად (8,76 მილიონი აშშ დოლარი) გაიყიდა. წარწერა შესრულებულია ოქროსფერ ჩინურ ქაღალდზე.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი