2023 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 8 070 პირს მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს. ამის შესახებ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ პარლამენტის წევრის ქეთევან თურაზაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა.
კერძოდ, სააგენტოს მონაცემებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი აქედან 7 923 - დედას, 132 - მამას; 1 - მშვილებელ კაცს და 14 - მშვილებელ ქალს აქვს.
ამასთან, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციით, 2023 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, 1 486 პირს მარტოხელა მშობლის სტატუსი გაუუქმდა.