2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.9 მლნ აშშ დოლარი (751.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.7%-ით (103.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.4% მოდიოდა.
რაც შეეხება ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც ფული ყველაზე დიდი მოცულობით გადმოირიცხა, ჩამონათვალი ასე გამოიყურება: