უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 104%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 104%-ით გაიზარდა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს 9 თვეში უბილეთო მგზავრებზე 2 809 170 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში - 1 374 488 ლარის.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 9 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 261,864 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 203,861მლნ ლარი.

ნინი ქეთელაური