2023 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 965 509 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 26%-ა.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, რეგისტრირებული კომპანიებიდან 717 339 ე.წ ქაღალდის კომპანიაა, ხოლო აქტიურია 248 170 სუბიექტი.
რაც შეეხება რეგიონების მიხედით კომპანიების გადანაწილებას, წელს 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ყველაზე მეტი აქტიური კომპანია თბილისზე მოდის 43,4%, შემდეგია იმერეთი 11,7%-ით და აჭარა 11,1%-ით.
უფრო კონკრეტულად, თბილისსა და რეგიონებში აქტიურ კომპანიათა გადანაწილება ასეთია: