საქართველოდან თხილის ექსპორტი 13,4%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 49,282 მლნ დოლარის ღირებულების 10 537 ტონა თხილი და კაკალი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 56,973 მლნ დოლარის 12 287 ტონა.
როგორც გასულ წელს, 2023-შიც ქართული თხილის ექსპორტში პირველ ადგილზე არის იტალია, სადაც მთლიანი ექსპორტის 20,7% მოდის. უფრო კონკრეტულად, იანვარ-სექტემბერში იტალიაში 10,206 მლნ დოლარის ღირებულების 2 616 ტონა თხილი და კაკალი გავიდა.
Top-10 ექსპორტიორი ქვეყანა, ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა 2,172 მლრდ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, გამოდის, რომ წელს თხილის კაკლის ექსპორტი მთლიან მაჩვენებელში მხოლოდ 2,2%-ს შეადგენს.