Eurostat-ის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებმა 2022 წელს 7,8 მლრდ ევროს ღირებულების 6,1 მილიონი ტონა მაკარონი აწარმოეს. 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით ეს 1 მილიონი ტონით (20%) მეტია.
მაკარონის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა იტალია - მან 5,1 მლრდ ევროს ღირებულების 4,2 მლნ ტონა მაკარონი აწარმოა, რომელზეც მსოფლიო წარმოების 68% მოდის. ასევე იტალიაა პასტის წამყვანი ექსპორტიორი - 2022 წელს ქვეყნიდან 2,1 მლნ ტონა მაკარონი გავიდა, რაც ჯამში ევროკავშირის ქვეყნების 77%-ია. იტალიური პასტას უმსხვილესი მყიდველები დიდი ბრიტანეთი და აშშ არიან. მათ გერმანია და საფრანგთი მოჰყვება.
Eurostat-ის სტატისტიკა მაკარონის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, რომელიც 25 ოქტომბერს აღინიშნება.