იმედი მაქვს, რომ დღევანდელი განხილვის შედეგად საქართველოს, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრს, ვახსენებთ. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“კარგი ქვეყანაა, საქართველო კარგი ქვეყანაა. კარგ ფორმაშია, მზად არის [ევროკავშირში] წევრობის კანდიდატი გახდეს.
დღეს განხილვა იქნება და მოვამზადებთ ტექსტს, და ვიმედოვნებ, რომ განხილვის შედეგად, საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად ვახსენებთ”, - განაცხადა ორბანმა.