ყველაზე ძვირად ღირებული სახლები, რომლებსაც ფეხბურთელები ფლობენ

წლების განმავლობაში ფეხბურთი ჩვეულებრივი თამაშიდან გლობალურ სახეობად ჩამოყალიბდა, რომელიც სპორტსმენებისთვის კოლოსალური შემოსავლის წყაროც არის. ბევრი ცნობილი ფეხბურთელი მათი შემოსავლის მეშვეობით ნამდვილ იმპერიას ქმნის. მათ შორის ფლობენ უძვირფასეს ვილებს:

1-1698412873.jpg

დევიდ ბექჰემი - 39,5 მილიონი ფუნტი

პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირფასი რეზიდენციის მფლობელი დევიდ ბექჰემია, რომელიც ცნობილია ლონდონში მდებარე თავისი მდიდრული სახლით.

ქონება ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მისმა მეუღლემ ვიქტორიამ ჯერ კიდევ 2014 წელს 31,5 მილიონ ფუნტად შეიძინეს. შემდეგ მასზე დაახლოებით 8 მილიონი ფუნტი დახარჯეს.

სახლს აქვს ექვსი დიდი საძინებელი, რვა პროფესიონალურად დაპროექტებული სააბაზანო, სპორტული დარბაზი, ღვინის მარანი, კერძო თეატრი, სილამაზის სალონი და მიწისქვეშა ავტოფარეხი.

2-1698412885.jpg

უეინ რუნი - 20 მილიონი ფუნტი

უეინ რუნი, ინგლისის და მანჩესტერ იუნაიტედის ცნობილი რეკორდსმენი, ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სახლის მფლობელია. ჩეშირში მდებარე საცხოვრებელი უეინმა და მისმა მეუღლემ დააპროექტეს.

20 მილიონ ფუნტად შეფასებული ექვსი საძინებლიანი ვილა ნამდვილი სამოთხეა. მას აქვს რვა სველი წერტილი, კინოთეატრი, ღვინის სარდაფი და სათამაშო ოთახი. ასევე საცურაო აუზი, სპა და სავარჯიშო დარბაზი.

3-1698412895.jpg

კრიშტიანუ რონალდუ - 8 მილიონი ფუნტი

კიდევ ერთი „ძვირფასი რეზიდენცია“ ცნობილ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის. პორტუგალიელი სპორტსმენი ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სპორტსმენად ითვლება.

2018 წელს იუვენტუსში გადასვლისთანავე მან ტურინში შეიძინა ქონება დაახლოებით 8 მილიონ ფუნტ სტერლინგად. სახლს აქვს ოთხი საძინებელი, ხუთი სველი წერტილი, დახურული აუზი, კეთილმოწყობილი საუნა და თვალწარმტაცი პანორამული ხედები ქალაქზე.

გარდა ამისა, რონალდუს უძრავი ქონების პორტფელი მოიცავს მთელ მსოფლიოში არსებულ რამდენიმე მდიდრულ საცხოვრებელს.

4-1698412909.jpg

ლიონელ მესი - 5,7 მილიონი ფუნტი

ლიონელ მესი, რონალდუს გამოჩენილი კონკურენტი და ოქროს ბურთის შვიდი ჯილდოს მფლობელი, ბარსელონაში მდებარე ინოვაციურ რეზიდენციაში ცხოვრობს. 2009 წელს 5,7 მილიონ ფუნტად შეძენილი ქონება მოიცავს ოთხ საძინებელს, აბაზანას და ხმელთაშუა ზღვის ულამაზეს ხედს.

დამატებით ფუნქციებში შედის საცურაო აუზი, გიმნაზიის ტერიტორია და კერძო კინოს ოთახი. აღსანიშნავია, რომ მესი არგენტინასა და ესპანეთში სხვა საკუთრებებსაც ფლობს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი