რუსები ისე იქცევიან, თითქოს საკუთარ სახლში იმყოფებიან - კრემლი საქართველოში ნიადაგს იმზადებს - სალომე ზურაბიშვილი

რუსები ისე იქცევიან, თითქოს საკუთარ სახლში იმყოფებიან - კრემლი საქართველოში [თავისი გავლენის განსამტკიცებლად] ნიადაგს იმზადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი CBS news-თან ინტერვიუში საუბრობს.

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ კრემლი საქართველოში [თავისი გავლენის განსამტკიცებლად] ნიადაგს იმზადებს. როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი, მისივე განცხადებით, იქ მცხოვრები რუსი მოქალაქეების უფლებების დაცვა წარმოადგენს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შიშობს, რომ ვლადიმერ პუტინს შეუძლია, ანალოგიური ნაბიჯი საქართველოს მიმართაც გადადგას, სადაც 100 ათასამდე რუსი მიგრანტი ცხოვრობს.

„რუსები ისე იქცევიან, თითქოს საკუთარ სახლში იმყოფებიან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს ხაზი, რომლის დარღვევა არ შეიძლება, რათა ჩვენს შორის ინციდენტები არ მოხდეს, რათა რუსეთს საბაბი არ ჰქონდეს თავისი დოქტრინის ამოქმედებისათვის - რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის მიზნით. რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ჩვენი ქვეყნისთვის მაინც ოკუპანტები არიან, თუნდათ „რბილი“, მაგრამ მაინც ოკუპანტები,“ - ამბობს ზურაბიშვილი.

ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს ამერიკელ ჟურნალისტთან საუბარში, იგი ევროპაში თავისი საკუთარი ხარჯებით სიარულს აგრძელებს და იქაურ ლიდერებს ხვდება.

„თუ ევროკავშირი საქართველოს განაცხადს არ დააკმაყოფილებს და კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, ეს რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

იხილეთ სრულად: