2023 წელს გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა აქტივობამ და მიგრაციული ნაკადის ზრდამ, თბილისში კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაააქტიურა - კვლევას "თიბისი კაპიტალი" აქვეყნებს.
მათივე ცნობით, მოთხოვნა გაზრდილია ქუჩის სავაჭრო ობიექტებზე, სავაჭრო ცენტრებსა და საოფისე სივრცეებზე.
კვლევის მიხედვით, ქუჩის სავაჭრო ობიექტებზე ფასი 11%-ითაა გაზრდილი, ხოლო მომავალ წელს ღირებულება კვადრატულ მეტრზე კიდევ 8%-ით გაიზრდება. რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს, 2023 წელს ქირის ფასი 8%-ითაა გაზრდილი, 2024 წელს მოსალოდნელია 5%-იანი ზრდა. 19%-ითაა გაძვირებული ბიზნეს ცენტრებში ფართის დაქირავება, მომავალ წელს 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
თბილისის ქუჩის სავაჭრო ობიექტებში ქირის საშუალო ღირებულება კვადრატულ მეტრზე $19.3-ია, რაც პანდემიამდელ ნიშნულზე 0.2%-ით ნაკლებია. სავაჭრო ცენტრებში კი ფასმა პანდემიამდელ ნიშნულს გადაასწრო, სადაც $23-ია ღირებულება. ბიზნეს ცენტრებშიც ქირის ფასი პანდემიამდელ ნიშნულზე მაღალია.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, კომერციული ფართები ყველაზე ძვირი ვაკე-საბურთალოს რაიონებში, ყველაზე იაფი სამგორშია.