2023 წლის იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა 26 662 952 ლარით, ანუ 33.4%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში სათამაშო ბიზნესმა ხაზინაში 106 406 008 ლარი შეიტანა, 2022 წლის 9 თვეში - 79 743 056 ლარი.
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს 1-ელ 9 თვეში სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 51 102 578 ლარი შევიდა, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 10 955 484 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან - 2 440 927 ლარი, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან - 1 000 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის სახით ბიუჯეტში - 41 905 415 ლარი აკუმულირდა, სამორინეს მაგიდიდან - 40 236 783, კლუბის მაგიდიდან კი - 1 604 133 ლარი.