საქართველო სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტით იმპორტზეა დამოკიდებული, გარდა ხილისა - ამის შესახებ, Galt &Taggart-ის საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ კვლევაში წერია.
კვლევითი ორგანიზაცია წერს, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წმინდა იმპორტიორია, გარდა ხილისა. საქართველო არის ხილის ექსპორტიორი, ხოლო დანარჩენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ბოსტნეული, მარცვლეული, ხორცი) წმინდა იმპორტიორი. ამასთან, კვერცხის და რძის ადგილობრივი წარმოება სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას. ბოლო წლების განმავლობაში მზარდია ხილისა და ხორცის წარმოება, ხოლო ერთწლოვანი კულტურების,ბოსტნეულისა და მარცვლეულის წარმოება შედარებით მერყევია.
საქართველომ 2022 წელს 640.6 მლნ კილოგრამი ხილი, 370.5 მლნ კილოგრამი მარცვლეული, 333.1 მლნ კილოგრამი ბოსტნეული და 74.6 მლნ კილოგრამი ხორცი აწარმოა.
რაც შეეხება თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს: ხილი - 104; მარცვლეული - 36.4%; ბოსტნეული - 74.5%; ხორცი - 49.9%.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან მხოლოდ ხილის და ხორცის წარმოებაა მზარდი, მარცვლეულის და ბოსტნეულის წარმოება კი კლბის ტენდენციებით ხასიათდება.