2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, კომერციულმა ბანკებმა 2,046 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 515 მლნ ლარით მეტია.
2022 წლის 9 თვის მდგომარეობით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 1,531 მლრდ ლარს შეადგენდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 9 თვეში კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებმა შეადგინა 5,205 მლრდ ლარი, საპროცენტო ხარჯებმა 2,341 მლრდ ლარი.
ამავე სტატისტიკით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ბანკების მიერ მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა ჯარიმებიდან - 82,8 მლნ ლარი; საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 4,385 მლრდ ლარი, ხოლო ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა მოგებამ 513,7 მლნ ლარი შეადგინა.