ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, მათ შორის დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებაც იქნება შეფასებული.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობები.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან (გაერთიანებული სამეფოს გათვალისწინებით) ჯამში 328 909 მოგზაური ექვია, ეს კი მთლიანი მოგზაურების 6%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 54.3%-ით აღემატება, ხოლო პანდემიამდელ 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს 14.7%-ით ჩამორჩება.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მე-2 კვარტალის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 6 826 642 500 აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც სრული ინვესტიციების (23 889 553 200 აშშ დოლარი) 28.6%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 950 730 00 აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების (3 239 030 000 აშშ დოლარი) 29,4%-ია.