ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურმა ინდექსმა ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.
როგორც აღმოჩნდა, ქალები თავს ყველაზე ბედნიერად დანიაში გრძნობენ, სადაც სოციალური ფონი მათზე მაქსიმალურად დადებითად აისახება, ხოლო მშვიდობისა და უსაფრთხოების ინდექსი კი ყველაზე მაღალი - 0.932-ა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონში მოწინავე ქვეყანა საქართველოა, რომელიც 39-ე ადგილზე იმყოფება. მას 48-ე ადგილზე მოჰყვება სომხეთი, 56-ზე რუსეთი, 97-ზე აზერბაიჯანი, და 99-ზე თურქეთი.
რეიტინგში 177 ქვეყანა მონაწილეობდა და მის ბოლო ადგილზე ავღანეთი იმყოფება.