პიკასოს ნახატი “ქალი საათით“ აუქციონზე 139 მილიონ დოლარად გაიყიდა

პაბლო პიკასოს ნახატი "ქალი საათით", რომელიც მხატვარმა 1932 წელს შექმნა, ნიუ-იორკში Sotheby's-ის აუქციონზე 139,3 მილიონ დოლარად (129,9 მილიონი ევრო) გაიყიდა.

ტილო აუქციონზე გატანილ პიკასოს ნამუშევრებს შორის რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნახატის ადგილს იკავებს. მაღალი ფასით პირველი ადგილი "ალჟირელი ქალებს" ეკუთვნის, რომელიც 2015 წელს Christie's-ის აუქციონზე $179.3 მილიონად გაიყიდა.

მყიდველის ვინაობა ცნობილია. თუმცა, dw-ს ინფორმაციით, მყიდველმა დაძაბულ პროცესში ორ სხვა მსურველს აჯობა.

111-1699618647.jpg

აუქციონზე ჯამში 400 მილიონიან დოლარის ღირებულების მქონე ნამუშევრების კოლექცია იყო გამოტანილი, რომელიც ამ წელს გარდაცვლილ ემილი ფიშერ ლანდაუს ეკუთვნოდა.

თავად ნახატზე “ქალი საათით“ გამოსახულია ესპანელი მხატვრის ერთ-ერთი საყვარელი და მუზა - ფრანგი მხატვარი მარი-ტერეზა უოლტერი. ვალტერმა პიკასო პარიზში 1927 წელს, 17 წლის ასაკში გაიცნო, როდესაც მხატვარი ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო რუსულ-უკრაინელ ბალეტის მოცეკვავე ოლგა ხოხლოვაზე. მათმა ვნებიანმა რომანმა შთააგონა პიკასო, შეექმნა უოლტერის მრავალი პორტრეტი.

წყარო: dw.com

თეონა რამაზაშვილი