მხოლოდ მდიდარი მამაკაცებისთვის - რომელია ყველაზე ძვირად ღირებული სუნამოები მსოფლიოში 2023 წლის მონაცემებით?

Financial Times-მა ნოემბერში გამოაქვეყნა სტატია მამაკაცის მაღალი კლასის სუნამოების ტენდენციების შესახებ, რომელსაც მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც ჩანს, ახალი წლისთვის საჩუქრების შესაძენად ბევრი ემზადება. სტატიაში წარმოგიდგენთ 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებულ და სასურველ ოდეკოლონებს, რომელიც ყველა მამაკაცის სასურველი საჩუქარი იქნება:

Baccarat Rouge 540- 424 დოლარი

ეს სუნამო არის Maison Francis Kurkdjian-ის უნისექსის ქმნილება, რომელშიც წარმოდგენილია Baccarat-ის მიერ შექმნილი ბოთლი, რაც მას ექსკლუზიურობას და ფასს მატებს.

სურნელი სპეციალურად შეიქმნა Baccarat-ის სახლის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

Penhaligon’s The Tragedy of Lord George- 533დოლარი

ეს ოდეკოლონი აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. თუმცა ის ჩამონათვალის სხვა ძვირად ღირებული ოდეკოლონებისგან განსხვავებით, უფრო მარტივი დიზაინით გამოირჩევა.

ცნობილმა პარფიუმერმა ალბერტო მორილასმა ეს სუნამო ბრენდისთვის შექმნა.

Creed Spice & Wood- 545 დოლარი

პრესტიჟული House of Creed-ი ამაყობს ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამეფო ოჯახებისთვის სუნამოების შექმნის ისტორიით.

"Spice & Wood" პატივს სცემს წარსულის ამ მარადიულ სუნამოებს და წარმოაჩენს ბრენდის ინოვაციურ სულს.

Bond No. 9 New York Signature -650 დოლარი

ოდეკოლონი ხელმისაწვდომია Saks Fifth Avenue-ზე. მისი ვარსკვლავის ფორმის ბოთლი, რომელიც მორთულია სვაროვსკის კრისტალებით, აქცევს მას მოთხოვნად სურნელად.

Tom Ford Neroli Portofino Forte- 860 დოლარი

ტომ ფორდის კოლექციას შორის "Tom Ford Neroli Portofino" ყველაზე მდიდრული ოდეკოლონია. მისი შემქმნელი არის როდრიგო ფლორეს-რუ.

Caron Poivre -1000 დოლარი

თავდაპირველად ქალებისთვის შექმნილი Caron Poivre წლების განმავლობაში განვითარდა, როგორც მამაკაცის სუნამო.

სუნამოს დებიუტი შედგა 1954 წელს და შექმნა პარფიუმერმა მიშელ მორსეტიმ.

Roja Parfums Musk Aoud Absolue Précieux- 1050დოლარი

ოდეკოლონი ცნობილია სახელით-"ღმერთების ხე". სუნამო ჟურნალმა Allure-მააღწერა, როგორც ერთ-ერთი "ყველაზე ძვირადღირებული ნედლეული მსოფლიოში".

Creed Aventus- 1055 დოლარი

1000 დოლარზე ოდნავ მეტი ფასის მიუხედავად, ეს სურნელი Creed-ის საუკეთესო გაყიდვად პროდუქტად ითვლება.

ეს არის ოსტატი პარფიუმერის ოლივიეკრიდის და მისი ვაჟის, ერვინ კრიდის ერთობლივი ქმნილება.

Clive Christian's Imperial Majesty - 435,000

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ოდეკოლონი, Clive Christian's Imperial Majesty Perfume for Men-ია.

აღნიშნული ოდეკოლონი მხოლოდ 10 ცალი გამოიცა, რაც მის შეძენას თითქმის შეუძლებელს ხდის.

Baccarat-ის მიერ შექმნილი Clive Christian's Imperial Majesty-ის ბოთლები დამზადებულია გაპრიალებული კრისტალისგან, რაც მათ ექსკლუზიურობას მატებს.

წყარო: therichest

თეონა რამაზაშვილი