საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი პირუტყვის ექსპორტმა 58,042 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 10-წლიანი მაქსიმუმია. (აღსანიშნავია, რომ საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე პირუტყვის ექსპორტზე მონაცემები ხელმისაწვდომი 2014 წლიდან არის).
მოკლედ, საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოდან გავიდა 17 622 ტონა ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ჯამში 58,042 მლნ დოლარის ღირებულების. ექსპორტი მხოლოდ 4 ქვეყანაში განხორციელდა, კერძოდ:
- ერაყი - 42,517 მლნ დოლარი (13 083 ტონა)
- აზერბაიჯანი - 14 856 მლნ დოლარი (4 228 ტონა)
- სომხეთი - 348,4 ათასი დოლარი (217 ტონა)
- ირანი - 320,2 ათასი დოლარი (93,5 ტონა)