IRI-ის კვლევის თანახმად, ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" მოწინავე პოზიციაზეა
ქართულ მედიას დადებითად გამოკითხულთა 58% აფასებს.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევაში გამოკითხულ ინტერვიუერებს შეკითხვა დაუსვა - რომელ ტელევიზიას ენდობა ყველაზე მეტად.
„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რომელი არხებით იღებენ ინფორმაციას და რომელ ტელევიზიებს ენდობიან მოქალაქეები, რომლებიც უკანასკნელი მონაცემებით, წლიურად 79.9 მლნ ლარიანი სატელევიზიო რეკლამის ბაზრის მთავარი აუდიტორია არიან.
36-55 წლამდე მამაკაცებში, ქვეყნის დიდ ქალაქებში „პალიტრა ნიუსი“ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ერთად, 8%-ით მეხუთე ადგილზეა.
სწორედ ეს ასაკობრივი ჯგუფია ტელემედიის და არა მხოლოდ, სარეკლამო დამკვეთებისთვის მთავარი სამიზნე სეგმენტი. საქსტატის მონაცემებით, თვიური შემოსავალი, ყველაზე მაღალი სწორედ ამ ასაკობრივ სეგმენტშია, ხოლო სქესის მიხედვით, კაცების საშუალო თვიური ხელფასი 2023 წლის II კვარტალში 724 ლარით აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს. შესაბამისად, სტატისტიკურად სწორედ ეს არის ყველაზე მსყიდველუნარიანი ასაკობრივი ჯგუფი და სარფიანი სარეკლამო არეალი.
ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი, სადაც 2023 წლის II კვარტალში თვიური ანაზღაურება 2 115 ლარია.
დედაქალაქში მცხოვრები 36-55 წლის მამაკაცების შემთხვევაში, ,,პალიტრანიუსი" ერთი პოზიციით ასწრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს. მონაცემები კი, ასე გამოიყურება:
ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.