რუსეთი ექსპორტზე მილიონ ტონაზე მეტ ფქვილს პირველად გაიტანს

წელს, ისტორიაში პირველად, რუსეთი მილიონ ტონაზე მეტი ფქვილის ექსპორტს შეძლებს. ამის შესახებ ფქვილისა და მარცვლეულის მწარმოებელთა კავშირის პრეზიდენტმა, იგორ სვირიდენკომ განაცხადა, რასაც Finmarket ავრცელებს.

მისი თქმით, გასულ წელს ფქვილის მწარმოებლებმა ექსპორტი 350%-ით გაზარდეს, ხოლო წლევანდელი ექსპორტი ამ რეკორდულ შედეგსაც კი უსწრებს.

გასულ წელს რუსეთმა საგარეო ბაზრებს 881 ათასი ტონა ფქვილი მიაწოდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს, ანუ 261,1 ათას ტონას მნიშვნელოვნად აღემატება.

იგორ სვირიდენკო აცხადებს, რომ ფქვილის მსხვილი ექსპორტიორების, კერძოდ თურქეთისა და ყაზახეთის მხრიდან კონკურენცია გაზრდილია, რომლებიც, მისი თქმით, „უფრო ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდგომარეობაში იმყოფებიან.”

მოამზადა ლადო სულაბერიძემ