წელს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. ქეთათოსა და „ბიბლუსი ჯგუფის“ კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა და გამოიცა უნიკალური პროდუქცია, რომელიც ლიმიტირებულია და ექსკლუზიურად „ბიბლუსის“ მაღაზიებში გაიყიდება. კოლქეციის პრეზენტაცია ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეზე, 19 ნოემბერს გაიმართა.
„ბიბლუსთან“ თანამშრომლობით, ირაკლის დაბადების დღე ზეიმად ვაქციეთ, რადგან გამოიცა წიგნი, რომელშიც გაერთიანებულია მისი „მშვიდი ცურვა“, მოთხრობები და ლექსები. თანამშრომლობის ფარგლებში ასევე შეიქმნა ირაკლის სახელობის უამრავი სასაჩუქრე ნივთი, რომლებიც სხვადასხვა თაობის მომხმარებელზეა გათვლილი. ამ ყველაფერმა გარკვეულწილად გამიქარწყლა ირაკლის დაბადების დღის სევდა. ძალიან ბევრი ადამიანი ვმუშაობდით, რომ ეს დღე შემდგარიყო და მე უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ ამ დღით,“ - განაცხადა ქეთათომ.
„ბიბლუსი ჯგუფმა“ მიიღო ექსკლუზიური უფლება, რომ საზოგადოებას წარუდგინოს ირაკლი ჩარკვიანის ხაზით შექმნილი უნიკალური პროდუქცია. „ბიბლუსში“ თქვენ შეიძენთ: ირაკლი ჩარკვიანის წიგნს - „რჩეული“, მაისურებს, ჰუდებს, ნაჭრის ჩანთებს, წყლის ბოთლებს, ბლოკნოტებს და კალმებს, რომლებიც ირაკლის ცნობილი ფრაზებითაა დაპრინტული.
„გვიხარია, რომ ქეთათოსთან კოლაბორაცია შედგა. გვაქვს პატივი, მომხმარებელს ჩვენს ქსელში გამორჩეული ნივთები შევთავაზოთ. ირაკლის გულშემატკივრებისთვის ეს კიდევ ერთი დიდი საჩუქარია. გამოვეცით წიგნი, რომელშიც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი 4 ლექსია შესრული ირაკლის სხვა ნაშრომებთან ერთად. წიგნი შეზღუდული რაოდენობით, 1000 ცალი გამოიცა და ტირაჟის ამოწურვის შემდეგ მეტი აღარ გამოიცემა,“ - განაცხადა „ბიბლუსი ჯგუფის“ ბიზნესგანვითარების დირექტორმა ანა ივანიშვილმა.
ღონისძიებას სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მისი წამყვანი კი ირაკლი კაკაბაძე გახლდათ.
(R)