ChatGPT-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი Microsoft-ის გუნდს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც OpenAI-მ ის გაათავისუფლა

Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ ორშაბათს ChatGPT -ის შემქმნელის, სემ ალტმანისა და მისი გუნდის 500-მდე წევრის საკუთარ გუნდში გადასვლის თაობაზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს, რამდენიმე დღის წინ ChatGPT-ის თანადამფუძნებლის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი უძღოდა წინ.

ნადელამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ალტმანი შეუერთდება Microsoft-ს, რათა ახალ მოწინავე ხელოვნური ინტელექტის კვლევით ჯგუფს უხელმძღვანელოს.

xcxx-1700573663.png

Microsoft-ში დასაქმების შემდეგ კი, ნადელამ სრული მზადყოფნა გამოთქვა ახალ გუნდთან ერთად სამუშაოდ და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება ლიდერ გუნდთან ერთად მუშაობის დაწყებას.

ოლტმანმა პოპულარობა გასულ წელს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის ChatGPT-ის გამოშვებით მოიპოვა, რამაც გამოიწვია რბოლა ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და განვითარების წინსვლისთვის.

შეგახსენებთ, რომ OpenAI-ის საბჭომ ალტმანი თანამდებობიდან პარასკევს გაათავისუფლა. მის წასვლას პროსტესტით შეხვდა კომპანიის 770 თანამშრომელი, რომლებმაც სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები მალევე დაწერეს. Microsoft-ის შეთავაზებაზე კი 500-მა მათგანმა ხელი უკვე მოაწერა.

ეკა დარჩიაშვილი