2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 85%-ით, 1,4 მლნ ლარით გაიზარდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს 10 თვეში უბილეთო მგზავრებზე 3 087 325 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში - 1 666 870 ლარის.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 10 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 297,024 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 229,169 მლნ ლარი.