თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 12 მლნ ლარით გაიზარდა

2023 წელს 10 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 12 მლნ ლარით, 368%-ით გაიზარდა.

კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 15,364 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 3,282 მლნ ლარი.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 179,250 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 10 თვეში - 147,111 მლნ ლარი.

ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ სწორედ ამ ცვლილებით არის განპირობებული.

ნინი ქეთელაური