ბიუჯეტში გადასახადებიდან შესული თანხა  2,5 მლრდ ლარით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიუჯეტში გადასახადებიდან შესული თანხა 2,5 მლრდ ლარით გაიზარდა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს 10 თვეში გადასახადებიდან ბიუჯეტში 16,1 მლრდ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 13,6 მლრდ ლარი.

ამასთან, წელს, გადასახადებიდან შესული 16,1 მლრდ ლარიდან 5,041, მლრდ ლარი ფიზიკურ პირებზე მოდის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 4,159 მლრდ ლარს შეადგენდა), ხოლო 5,041 მლრდ ლარი საშემოსავლო გადასახადზე (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 4,159 მლრდ ლარი).

ნინი ქეთელაური