2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველომ საზღვარგარეთ 217.3 მლნ აშშ დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა.
ქვეყნიდან ღვინის რეალიზების მაჩვენებელი წლიურად 8.2%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 2022 წლის 10 თვეში უფრო მეტი იყო. წელს 75 726 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი წელსაც რუსეთია, რომელსაც მთლიან ექსპორტში 2023 წლის 10 თვეში 66%-იანი წილი უჭირავს.
საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული ასე გამოიყურება:
ცნობისთვის, რუსეთი მეღვინეობის უცხოური საწარმოების აუდიტს იწყებს, რომ იმ ქვეყნების წარმოების ტექნოლოგია შეამოწმოს, საიდანაც რუსეთში სასმელი შედის. ამის შესახებ „იზვესტიას“ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.
მიიღო თუ არა საქართველომ „როსსელხოზნადზორის“ მხრიდან თანამშრომლობის ორმხრივი მემორანდუმის პროექტი, ჯერჯერობით უცნობია. „ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხზე მუშაობას განაგრძობს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.