საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 18.2%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება ხარჯებს, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 592.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. წლიური ზრდა 7.1%-ია. აღსანიშნავია, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით, 12%-ით შემცირდა და 915.3 ლარი იყო.
3 თვეში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯების კატეგორიაში 40%-იანი წილით საყიდლები ლიდერობდა.
ხარჯების სტატისტიკა კი ასეთია: საყიდლებს 23.3%-ით მოსდევს საკვები და სასმელი, 20.2%-ით - განთავსება, 8.6%-ით - ადგილობრივი ტრანსპორტი, 4.8%-ით კი გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.