მოსკოვის შემდეგ, „ჯორჯიან ეარვეისი“ მეორე რუსულ მიმართულებას ამატებს და ფრენას პეტერბურგის მიმართულებით იწყებს.
კომპანიის ოფიციალურ გვერდზე ბილეთების შეძენა 10 დეკემბრიდანაა შესაძლებელი. ბილეთის საწყისი ფასი კი 781 ლარია.
რუსეთის მიერ ავია-სანქციების მოხსნის შემდეგ, ქართულმა ავიაკომპანია „აირზენამ“ 20 მაისს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოიკოტი მოჰყვა.