ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ალკორიუმის პირველი ღვინის მაღაზია-ბარი

2023 წლის 30 ნოემბერს ორბელიანის ბაზარში ალკორიუმის პირველი ღვინის მაღაზია-ბარი იხსნება, რომელიც გააერთიანებს როგორც ქსელში არსებულ ღვინის მსხვილ მწარმოებლებს, ისე სპეციალურად ღვინის ბარისთვის შერჩეულ მცირე მარნებს და უცხოურ ღვინოს.

ალკორიუმის მაღაზია-ბარი ქსელის სხვა მაღაზიებისგან განსხვავებული კონცეფციით გამოირჩევა, რადგან იგი ორიენტირებული იქნება მხოლოდ ღვინოზე და ღვინის პროდუქტებზე და გარდა ამისა, კომპანიისთვის ბარის ტიპის ობიექტიც სიახლისკენ გადადგმული ნაბიჯია.

foto-1701256086.png

ობიექტზე მისულ მომხმარებელს საშუალება ექნება დააგემოვნოს სხვადასხვა ტიპის ღვინო ადგილზე, ბართან და განიტვირთოს მეგობრებთან ერთად სასიამოვნო გარემოში.

ღვინის მაღაზია-ბარში წარმოდგენილი პროდუქტებიდან აღსანიშნავია როგორც ქართული ადგილწარმოშობის და ჯიშური ღვინოები, ისე უცხოური ჯიშები საფრანგეთის, იტალიის, ახალი ზელანდიის თუ სხვა ღვინის რეგიონებიდან.

foto2-1701256122.png

ალკორიუმი ყველაზე დიდი ალკოჰოლური სასმელების ქსელია საქართველოში, რომელიც 3000-მდე სახეობის მსოფლიო ბრენდს და ადგილობრივ ალკოჰოლურ ნაწარმს აერთიანებს; მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, კომპანია გამოირჩევა საუკეთესო ფასით და მრავალფეროვანი შეთავაზებებით სასმელის ყველა კატეგორიაზე.

(R)