ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ფრანგ მინისტრებს მესენჯერების გამოყენება აეკრძალათ

საფრანგეთის მთავრობის წევრებს მესენჯერების, WhatsApp-ის, Telegram-ისა და Signal-ის გამოყენება აეკრძალათ. შესაბამის ცირკულარს (დირექტიულ განკარგულებას) ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ელიზაბეტ ბორნმა მოაწერა ხელი. ინფორმაციას ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.

აღნიშნული დოკუმენტი მინისტრებს ავალდებულებს, 8 დეკემბრამდე თავიანთი მოწყობილობებიდან მესიჯების ყველა აპლიკაცია წაშალონ, რომელიც საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს (ANSSI) მიერ არ არის დამტკიცებული.

„მართალია, სწრაფი შეტყობინებების ძირითადი სერვისები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს ყოველდღიურ კომუნიკაციებში, მაგრამ ეს ციფრული საშუალებები უსაფრთხოების ხარვეზებისგან დაცული არ არიან,“ - წერია პრემიერის ცირკულარში.

მთავრობის წევრებს ალტერნატივად ფრანგული მესენჯერის, Olvid-ის გამოყენებას ურჩევენ. დოკუმენტში ის აღწერილია, როგორც „ერთადერთი შეტყობინებების პლატფორმა, რომელმაც ANSSI-სგან უსაფრთხოების სერტიფიკატი მიიღო.“ მის გამოსაყენებლად SIM-ბარათი ან ტელეფონის ნომერი საჭირო არ არის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ