უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, მიმდინარე სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთიდან მარცვლეულის რეკორდული რაოდენობა შეიძინა.
ევროსტატის სტატისტიკის მიხედვით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსული მარცვლეულის იმპორტი თვეში 22%-ით, ხოლო წლის განმავლობაში ათჯერ - 180 ათას ტონამდე გაიზარდა.
ამრიგად, სექტემბერში რუსეთი გახდა მეოთხე ქვეყანა ევროპაში მარცვლეულის მოწოდებით. სიაში ლიდერობს უკრაინა - 1,2 მილიონი ტონა (პლუს 1% თვეში და მინუს 25% წელიწადში), მეორე ადგილზეა ბრაზილია (1,1 მილიონი ტონა, პლიუს 80% თვეში), შემდეგ მოდის თურქეთი (204 ათასი ტონა, პლუს 4% თვეში). ხუთეულს კანადა ხურავს (139 ათასი ტონა).
საერთო ჯამში, ევროკავშირის ვაჭრობა რუსეთთან დაბალი რჩება. როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა 2022 წლის 24 თებერვლამდე პერიოდთან შედარებით. რუსეთიდან მიწოდების დაახლოებით ორი-მესამედი ბუნებრივ აირზე, ნავთობპროდუქტებზე, ნიკელზე, რკინაზე, ფოლადსა და სასუქებზე მოდის.