სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8%-ით განისაზღვრა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ფასი გასულ თვეს ყველაზე მეტად გაიზარდა:
- ყურძენი - 61,67%
- ატამი - 36,96%
- ქლიავი - 28,52%
- მსხალი - 26,32%
- ბოთლის ღვინო - 14,13%
- ძროხის ხორცი - 13,76%
- ტომატ-პასტა - 13,61%
- კიტრის მწნილი - 10,85%
- ხილის წვენები - 10,12%
- თაფლი - 8,07%