ვინ არიან Self-made მილიარდერები, რომლებმაც კარიერა რეალურად ნულოვანი კაპიტალით დაიწყეს

მსოფლიოს ისტორია არ არის მდიდარი self-made მილიარდერების გამოცდილებით, რომლებმაც რეალურად კაპიტალის დაგროვება არაფრისგან დაიწყეს.

მათი ისტორია შთამაგონებელია ყველასთვის და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მონდომება, გამჭრიახი გონება და მოქნილი გადაწყვეტილებები, ნებისმიერ ჩვენგანს აძლევს ლიდერად გარდაქმნის საშუალებას როგორც ფინანსურ, ისე სხვა სფეროებში.

ოპრა უინფრი- 2,8 მილიარდი დოლარი

ცნობილი ამერიკელი “დღის სატელევიზიო შოუს“ წამყვანი, მედია მაგნატი ოპრა უინფრი არის self-made მილიარდერი ქალის ცოცხალი მაგალითი.

1954 წელს, მისისიპის სოფელში დაბადებულ ოპრას მარტოხელა დედა ზრდიდა. ისინი ღარიბები იყვნენ, ხშირად საკვების ფულიც არ ჰქონდათ. მიუხედავად პრობლემური ბავშვობისა, მონდომებამ გზა გაუხსნა მის მრავალმილიარდდოლარიან კარიერას, ის საბოლოოდ, გახდა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი.

ოპრას გზა სიღარიბიდან წარმატებამდე დიდწილად მისი საკულტო - “ოპრა უინფრის შოუს“ დამსახურებაა, რომელიც ეთერში 29 სეზონის განმავლობაში გადიოდა და გახდა ეროვნული სენსაცია. 2,8 მილიარდი დოლარის ქონებით, მედიავარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფერადკანიანი ქალია.

სერგეი ბრინი- 107.3 მილიარდი დოლარი

Google-ის თანადამფუძნებლის, სერგეი ბრინის მოგზაურობა მილიარდერის სტატუსამდე ფინანსური გამოწვევებითა და შეზღუდული შესაძლებლობებით დაიწყო.

მოსკოვში, საშუალო კლასის ოჯახში დაბადებულმა სერგეიმ საკუთარი ძალებით შეძლო და სკოლის დასრულების შემდეგ შეერთებულ შტატებში, სტენფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. დაამთავრა კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი.

გარდამტეხი მომენტი სერგეი ბრინის ისტორიაში 1998 წელს მოხდა, როდესაც მან და კოლეგამ ლარი პეიჯმა დააარსეს Google. 2023 წლის ბოლოსთვის Google რჩება ყველაზე ფართოდ გამოყენებულ საძიებო სისტემად მსოფლიოში.

ბრინმა ასევე დააარსა Google Foundation ჰუმანიტარული მიზნების მხარდასაჭერად და რჩება გამოჩენილ ფიგურად მილიონობით დოლარის ინვესტიციით კოსმოსურ ინდუსტრიაში. სერგეი ბრინის ქონება დაახლოებით 107,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რალფ ლორანი - 7,5 მილიარდი დოლარი

ცნობილი Ralph Lauren Corporation-ის დამფუძნებელი, რალფ ლორენი, საშუალო კლასის ებრაელი იმიგრანტი მშობლების ოჯახში, ბრონქსში, 1939 წელს დაიბადა. ბავშვობაში რალფის ოჯახს ფინანსები თითქმის არ გააჩნდა. ამის გამო მან კარიერა, როგორც ჰალსტუხების გამყიდველმა, ძალიან ადრე დაიწყო.

Self-made მილიარდერის მოგზაურობა, ჰალსტუხების გაყიდვიდან მოდის მაგნატამდე, ხაზს უსვამს მის შრომისმოყვარეობას. მან თავისი მცირე ბიზნესი წამყვან ბრენდად აქცია. მისი კომპანიის 2023 წლის შემოსავალი, სავარაუდოდ, 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რიჩარდ ბრანსონი - 2,8 მილიარდი დოლარი

Virgin Company-ის დამფუძნებელი და ბრიტანელი ბიზნესმაგნატი რიჩარდ ბრენსონი ერთ-ერთი უდიდესი self-made მილიარდერია და მისი ისტორია დღემდე რჩება შთაგონებად ახალგაზრდა და მომავალი დამწყები მეწარმეებისთვის.

1950 წელს, ინგლისში დაბადებული რიჩარდი ბავშვობაში დისლექსიით იტანჯებოდა, ამის გამო სკოლაშიც პრობლემები ჰქონდა. 16 წლის ასაკში მან სწავლა მიატოვა და საკუთარი საქმეის წამოწყება სცადა. სწორედ ამ გამოცდილებამ მიიყვანა ბრანსონი წარმატებამდე, რომლითაც ახლა სარგებლობს.

მისი კარიერა, როგორც Virgin-ის დამფუძნებლის, დაიწყო მცირე ჟურნალების გამოშვებით, სანამ იგი დააარსებდა ჩანაწერების მაღაზიების ქსელს, Virgin Records. ბრენსონმა 1992 წელს ბიზნესი 1 მილიარდ დოლარად გაყიდა, რათა შეენარჩუნებინა თავისი ავიაკომპანია Virgin Atlantic.

დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარის ქონებით, რიჩარდ ბრენსონი რჩება მნიშვნელოვან ფიგურად კორპორატიულ სექტორში.

ილონ მასკი - 227.1 მილიარდი დოლარი

ილონ მასკის სახელი ასოცირდება გახმაურებულ კომპანიებთან Tesla, SolarCity და SpaceX.

ის პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში, 1971 წელს დაიბადა. მასკის მოგზაურობა წარმოუდგენელ სიმდიდრემდე დაიწყო ფინანსური პრივილეგიის პოზიციიდან. მისი დედა, მაი მასკი იყო მოდელი, რომელიც მრავალი ჟურნალის გარეკანზე იყო გამოსახული, მათ შორის Time-ისა და Vogue-ის.

ტექნოლოგიებისა და მეწარმეობისადმი სიყვარულის შედეგად, მისი პირველი ბიზნესწამოწყება Zip2 იყო, რომელიც ძმასთან ერთად დააფუძნა. საბოლოოდ კი 341 მილიონ დოლარად გაყიდა. გარიგებიდან ილონმა 22 მილიონი დოლარის ანაზღაურება მიიღო.

შემდეგ მან მოახდინა რევოლუცია ონლაინ გადახდის ინდუსტრიაში და დააარსა ონლაინ გადახდის სერვისი ("X"), რომელიც დღესდღეობით ცნობილია, როგორც PayPal.

2002 წელს ის იყიდა eBay-მ 1,5 მილიარდ დოლარად, რაც აღმოჩნდა გადამწყვეტი წერტილი მასკისთვის. სწორედ ამის შემდეგ შეძლო მან დღევანდელი ინდუსტრიის წამყვანი ტიტანების, Tesla-სა და SpaceX-ის დაარსება.

ჯორჯ სოროსი - 6,7 მილიარდი დოლარი

ჯორჯ სოროსი არის უნგრელი-ამერიკელი მილიარდერი ინვესტორი და ჰეჯ-ფონდის მაგნატი, რომელმაც მოახერხა მილიარდობით დოლარის დაგროვება.

1930 წელს, უნგრეთში დაბადებული ჯორჯ სოროსი გადაურჩა თავისი ქვეყნის ოკუპაციას მეორე მსოფლიო ომის დროს, შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდა ლონდონში, სადაც ჩაირიცხა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, მიიღო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი მეცნიერებასა და ფილოსოფიაში.

სოროსმა პირველად მიაღწია საინვესტიციო ინდუსტრიას 1969 წელს Double Eagle-ის დაარსებით, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა Quantum Funds. Quantum Funds-ის წარმატების გამო, 1973 წელს მან დააარსა თავისი მეორე ჰეჯ-ფონდი, Soros Fund Management - რომელიც მართავს 25 მილიარდი დოლარის აქტივებს.

2023 წლის მონაცემებით, მისი ქონება ამჟამად 6,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი