მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი, ესპანური კომპანია Zara-ს სარეკლამო კამპანიებმა, ისრაელ-პალესტინის ომის ფონზე, პროპალესტინელი აქტივისტების ბოიკოტი გამოიწვია, რაზეც ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც Zara-ს Instagram და X, იგივე Twiter ანგარიშებზე გამოქვეყნებულ პოსტებში ათიათასობით კომენტარი იწერებოდა ჰეშთეგით #BoycottZara.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც Zara-მ თავის სოციალურ პლატფორმებზე გამოაქვეყნა სარეკლამო ფოტოები, სადაც თეთრ სამოსში გახვეულ მანეკენთან ერთად, ჩანს იატაკზე დადებული ბიუსტი, რასაც თან ახლავს ასევე სხვა მანეკენი, ხელების გარეშე. ადამიანებმა ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აღიქვეს და მანეკენები ღაზას სექტორში გარდაცვლილ ადამიანებთან გააიგივეს.
Zara-მ სკანდალური რეკლამის შინაარსი 7 დეკემბერს, ახალი კოლექციის პრეზენტაციისას განმარტა და განაცხადა, რომ ეს შთაგონებული იყო გასულ საუკუნეში არსებული მამაკაცის ხაზის სამკერვალოებით, ფოტოებზე კი ჩანს მხატვრის სტუდია, შესაფუთი მასალებით, ხის ყუთებით, თანაშემწეებით და სხვადასხვა აქსესუარებით.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სარეკლამო კამპანია მსგავსი განხილვის და ბოიკოტის საგანი ხდება. მაგალითად, მსგავსი სიტუაცია შეიქმნა გასულ წელს, როდესაც მომხმარებლებმა Balenciaga-ს გამოუცხადეს ბოიკოტი, ხოლო 2018 წელს Dolce & Gabana ელექტრონული კომერციის საიტებიდან ამოიღეს, ვინაიდან განთავსებულ რეკლამაში, „ტიპური“ იტალიელები საკვების საჭმელი ჯოხებით იბრძოდნენ. ადგილობრივებმა კი ეს რეკლამა რასისტულად შერაცხეს.
Zara-ს ანტიპალესტინური რეკლამის არარსებობას ადასტურებს ისიც, რომ სკანდალური რეკლამა სექტემბერში გადაიღეს და გამოაქვეყნეს, ხოლო ისრაელი-პალესტინის ომი ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყო.