ფინანსთა მინისტრი - 2024 წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 6,460 მილიარდი ლარი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, ჯამში, გათვალისწინებულია 6,460 მილიარდი ლარი.

მისი თქმით, ბოლო 4 წელიწადში სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზრდილია თითქმის 80%-ით.

„2024 წელს 3,930 მილიარდი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და სახელმწიფო კომპენსაციების დაფინანსებისთვის; 1,519 მილიარდი ლარია გამოყოფილი მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებებისთვის; 430 მილიონი ლარი მიიმართება საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე; მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 300 მილიონ ლარს; დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფილია 104 მილიონი ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კანონით განსაზღვრული გასაცემლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 102 მილიონი ლარი; 76 მილიონი ლარი მიიმართება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების დაფინანსებაზე”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.