საქართველოსა და ევროკავშრის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს, მიაღწია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შემდეგ, რომელსაც საქართველომ ხელი 2014 წელს მოაწერა, ეს მაჩვენებლები ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ არის.
მაგალითისთვის, თუ წელს 10 თვეში ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვამ 3,671 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, 2014 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 2,379 მლრდ აშშ დოლარი იყო. გამოდის, რომ 9 წლის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშრის ქვეყებს შორის სავაჭრო ურთიერთბები მხოლოდ 1,2 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა.
2023 წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 497,021 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი პროდუქტი გავიდა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში 320,953 მლნ აშშ დოლარის, 9 წლის განმავლობაში ზრდა მხოლოდ 35%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ევროპიდან იმპორტს, წელს იანვარ-ოქტომბერში 3,059 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, 2014 წლის 10 თვეში 1,876 მლრდ აშშ დოლარი, ამ წლების განმავლობაში გაზრდილია 38%-ით.
გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ ევროკავშირის ქვეყნებში.
სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 89,231 მლნ აშშ დოლარი
როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანი აღმოჩნდა, რადგან ქართული ბიზნესი 500-მილიონიანი ევროპული ბაზრისთვის ჯერ კიდევ არ არის მზად.
უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მთლიანი წლების სავაჭრო ბრუნვის მონაცემები ასეთი იყო:
რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელბს, 2014 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივმა ექსპორტმა 407,613 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ეს მაშინ, როდესაც, 2022 წელს 741,123 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა.
2014 წელთან შედარებით, ზრდა უკვე შეიმჩნეოდა 2015 წელს, რა დროსაც ევროკავშირის ქვეყნებში 533,960 მლნ აშშ დოლარის ქართული პროდუქტი გავიდა, თუმცა, მომდევნო წელს ისევ შემცირდა. კერძოდ, 2016 წელს 491,896 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს ევროპაში გაგზავნილი ადგილობრივი პროდუქტის მოცულობა ისევ გაიზარდა და 558,151 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა 2018 -19 წელებშიც, რა დროსაც 612,092 მლნ აშშ დოლარის (2018 წელს) და 721,884 მლნ აშშ დოლარის (2019 წელს) პროდუქტი გავიდა.
ამის შემდეგ უკვე, პანდემიური პერიოდი იწყება, რაც სავარაუდოდ, ადგილობრივი ექსპორტის შემცირების მიზეზი გახდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველომ ევროკავშირში 623,094 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განახორციელა, 2021 წელს კი - 639,686 მლნ აშშ დოლარის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე დიდი ზრდა 2022 წელს დაფიქსირდა (741,123 მლნ აშშ დოლარი).
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ადგილობრივი პროდუქტების ჩამონათვალს, რაც 2014 და 2022 წელებში საქართველომ ევროპაში ყველაზე დიდი რაოდენობით გაიტანა.
ტოპ-10 პროდუქტი 2014 წელს:
ტოპ-10 პროდუქტი 2022 წელს: