ლიონელ მესი, ჯულია რობერტსი და... - სელებრითები, რომლებმაც სარეკლამო რგოლებში მონაწილეობით მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს

ცნობილი სახეები დიდი ხანია სარეკლამო ბრენდებს წარმოადგენენ. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სარეკლამო გარიგება ჯერ კიდევ 1882 წელს შედგა.

სელებრითები ფლობენ მსოფლიოში გავლენის მაღალ ხარისხს, შედეგად, მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ბრენდი ავტომატურად პიარდება და მილიონებსაც კი გამოიმუშავებს. ბრენდები დიდი ხანია იყენებდნენ ამ შესაძლებლობებს, რადგან როგორც წესი, ამგვარი თანამშრომლობა მომგებიანია.

წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ცნობად სახეებს, რომლებმაც სარეკლამო რგოლებში მონაწილეობით მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს:

სელენა გომესი x PUMA - 30 მილიონი დოლარი

პროდიუსერი და ბიზნესმენი სელენა გომესი მრავალი კომპანიის ელჩია, მათ შორის Pantene, Louis Vuitton და სხვა.

გომესმა მარკეტინგულ სფეროში თავდაპირველად თანამშრომლობა ბრენდ Coach-თან დაიწყო და 10 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ინსტაგრამზე გავრცელდა ახალი ამბავი ახალი გარიგების შესახებ, რომელშიც სელენა გომესი PUMA -სთან თანამშრომლობდა და 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სელენა ბრენდის კამპანიაში იმავე წლის დეკემბერში გამოჩნდა და Puma-სთან ერთად გამოუშვა კოლექცია სახელწოდებით SG x PUMA Strong Girl Collection.

ჯორჯ კლუნი x Nespresso- 40 მილიონი დოლარი

Nespresso არის Nestle ჯგუფის ქოლგის ქვეშ დაფუძნებული ძვირად ღირებული ყავის ბრენდი. ბრენდის წარმატება დიდწილად მიეკუთვნება მის მრავალრიცხოვან ცნობად მხარდამჭერებს და ჯორჯ კლუნი მათ შორის ყველაზე გამორჩეულია.

ჯორჯისა და ყავის ბრენდ Nespresso-ს შორის თანამშრომლობა ათ წელზე მეტი გაგრძელდა. მსახიობი ბრენდის რეკლამაში 2022 წელს გამოჩნდა.

ჯულია რობერტსი x Lancôme - 50 მილიონი დოლარი

ჯულია რობერტსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობია. მისი შემოსავალი მხოლოდ ფილმებიდან 3,9 მილიარდ დოლარზე მეტია და ის ასევე არის ბრენდის MVP-ების სიაში.

Lancôme არის ცნობილი ფრანგული ძვირად ღირებული პარფიუმერიის და კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც ცნობილია როგორც საკულტო სუნამოებით, როგორიცაა Trésor და ყველაზე გაყიდვადი ტუშით- Définicils.

2009 წელს რობერტსმა ფრანგულ ბრენდთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 20 მილიონი დოლარის ღირებულების იყო.

გარიგების დასასრულს, რობერტსმა გაახანგრძლივა კონტრაქტი და საბოლოო ჯამში 50 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ბიონსე x PepsiCo - 50 მილიონი დოლარი

2002 წლიდან მომღერალმა დაიწყო მუშაობა კომპანია PepsiCo-სთან, ხოლო 2004 წელს მან მონაწილეობა მიიღო გლადიატორთა თემაზე შექმნილ რეკლამაში ენრიკე იგლესიასთან, პინკთან და ბრიტნი სპირსთან ერთად.

ჯერ კიდევ 2012 წელს, ბიონსემ დადო 50 მილიონი დოლარის ხელშეკრულება პეპსისთან. 2013 წელს თანამშრომლობის შედეგად მომღერალი Super Bowl-ის შოუზეც წარსდგა.

სერენა უილიამსი x Nike- 55 მილიონი დოლარი

სერენა უილიამსი უდავოდ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია. კარიერის პირველ წლებში მან ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს ტანსაცმლის გიგანტ Nike-თან. თანამშრომლობა 40 მილიონი დოლარის ღირებულების იყო.

უილიამსისა და Nike-ის კონტრაქტი სამი წლით გახანგრძლივდა, რომელმაც ხელშეკრულების ღირებულება 55 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

შარლიზ ტერონი x Dior -55 მილიონი დოლარი

ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი შარლიზ ტერონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება, რაც ხსნის მის გრძელვადიან ურთიერთობას ძვირად ღირებული ბრენდ Dior-თან.

ის ესტონელი მოდელი ტიიუ კუიკის ჩანაცვლების შემდეგ Christian Dior-ის J'Adore-ის სპიკერი გახდა. ოსკაროსანი მსახიობის კონტრაქტი Dior-თან მისი ყველაზე მომგებიანი გარიგებების სიაშია. მან თერთმეტწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ წლიური ანაზღაურების სახით 5 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

ტაიგერ ვუდსი x Nike- 100 მილიონი დოლარი

სწრაფად მზარდმა სპორტულმა ბრენდმა Nike-მა და გოლფის ჩემპიონმა ტაიგერ ვუდსმა აჩვენეს მსოფლიოს, რომ ისინი განუყოფელნი არიან.

1996 წელს ვუდსმა ხელი მოაწერა თავის პირველ კონტრაქტს Nike-თან, 40 მილიონი დოლარის ღირებულების სანაცვლოდ.

მოგვიანებით მისი კონტრაქტი Nike-თან განახლდა და 100 მილიონ დოლარამდე გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ბოლო გარიგება Nike-თან 200 მილიონი დოლარი ღირს.

დევიდ ბექჰემი x Adidas- 160 მილიონი დოლარი

2003 წელს დევიდ ბექჰემმა Adidas-თან თანამშრომლობის 160 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგებას მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ Adidas-მა ვარსკვლავს 80 მილიონი დოლარი წინასწარ გადაუხადა. ინგლისის ყოფილი კაპიტანი და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა დღემდე ბრენდის გამორჩეული სახეა და მნიშვნელოვან თანხას შოულობს კამპანიის მოგებიდან.

ლიონელ მესი x Adidas- 1 მილიარდი დოლარი

ლიონელ მესი არის სახელი, რომელსაც აღწერა არ სჭირდება.

ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთის ლეგენდა მთელ მსოფლიოში მრავალ ბრენდთან თანამშრომლობს, თუმცა მისი კონტრაქტი Adidas- თან გამორჩეულია.

მესიმ და Adidas-მა შექმნეს უვადო კონტრაქტი, რომლის ღირებულება 1 მილიარდი დოლარია.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი