დედაქალაქის საკრებულოს მერმა და მერის მოადგილეებმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და პროექტები წარუდგინეს. ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობა მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯების ოდენობა წარმოადგენს 547 მლნ ლარს, რაც 2023 წელს ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯთან შედარებით 31 მლნ ლარით მეტია.
ირაკლი ხმალაძემ ასევე დაასახელა ის დაგეგმილი და გარდამავალი პროექტები, რომელიც 2024 წლის განმავლობაში განხორციელდება. მათ შორისაა:
- აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გამოყოფილია 8 მლნ ლარამდე;
- შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - 15 მლნ ლარი;
- სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია - 3 მლნ ლარი;
- 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენის პროექტისთვის - 113 მლნ ლარი;
- ავტობაზის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 24 მლნ ლარი;
- დასრულდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 2,8 მლნ ლარი,
- დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია, რომლისთვის დაახლოებით 2,7 მლნ ლარია გამოყოფილი;
- ვაგონების მოდერნიზაციისთვის - 10 მლნ ლარი;
- მთაწმინდის საბაგიროს დასრულებისთვის - 3 მლნ ლარი;
- ნაგავსაყრელის მეოთხე უჯრედის მშენებლობისთვის - 15 მლნ ლარი;
- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპისთვის გათვალისწინებულია 11 მლნ ლარზე მეტი;
- ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის - 10 მლნ ლარი;
- ვაკის პარკის დასრულების სამუშაოებისთვის - 10 მლნ ლარი;
- გლდანის ტბის მოსაწესრიგებლად - 5 მლნ ლარი;
- სამგორის რაიონში, „სამხედრო ქალაქის“ პარკის მოსაწყობად 2024 წელს გათვალისწინებულია 6 მლნ ლარი (გარდამავალი პროექტია, რომელიც ჯამში 26 მლნ ჯდება);
- დიდ დიღომში, მეორე და მეოთხე მიკრორაიონების შემაერთებელი ბულვარის მოსაწყობად გათვალისწინებულია 3,5 მლნ ლარი;
- კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე „სამასი არაგველის“ სკვერის მოსაწყობად - 2 მლნ ლარი;
- სოფელ დიღომსა და სვანეთის უბანში წყალარინების ქსელის მოწყობისთვის ჯამში 4 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული;
- ლეღვთახევში ქვათაცვენის საწინააღმდეგო მასშტაბური სამუშაოებისთვის - 5 მლნ ლარი;
- დიღმის მასივში, მესამე კვარტალში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის ასაშენებლად 5 მლნ ლარი;
- სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამუშაოებისთვის 2,3 მლნ ლარი (გარდამავალი პროექტია);
- სკეიტ პარკების მშენებლობისთვის 1 მლნ ლარი;
- #28 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა - 4 მლნ ლარი;
- N71 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია - 2,3 მლნ ლარი;
- N43 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა - 2 მლნ ლარი;
- N196 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი;
- N37 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი;
- N50 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა - 2 მლნ ლარი;
- N211 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია - 700 000 ლარი.