2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 292.7 მლნ აშშ დოლარი (792.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.8%-ით (228.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ნოემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც წელს ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა ჩაირიცხა: