ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა საქართველოდან

2023 წლის ნოემბერში, საქართველოდან საზღვარგარეთ 31,3 მლნ აშშ დოლარი (84,6 მლნ ლარი) გადარიცხა, რაც 2022 წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელზე, 0,5%-ით ნაკლებია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა თურქეთში, რომელზეც გადარიცხვების დაახლოებით 23% მოდის, შემდეგია აზერბაიჯანი 11,9%-ით და რუსეთი - 11,4%-ით.

უფრო კონკრეტულად, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც 2023 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 7,051 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 3,689 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთის ფედერაცია - 3,556 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 2,322 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 1,587 მლნ აშშ დოლარი
  • უზბეკეთი - 1,518 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ - 1,296 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 1,198 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 966 ათასი აშშ დოლარი
  • პოლონეთი - 908.5 ათასი აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური