თურქეთში მედიკამენტებზე ფასი 25 დეკემბრიდან, 25%-ით გაიზარდება. აღნიშნული ბრძანება ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, 2023 წლის 15 დეკემბერს გასცა. ფასის მატების მთავარ მიზეზად კი ევროს ღირებულების ზრდაა. ამჟამად, ერთი ევროს ღირებულება 31.6 ლირას შეადგენს.
იმის მიუხედავად, რომ ერთი ევროს ფასი 31.6 ლირაა, კურსი მედიკამენტების ფასწარმოებისთვის მხოლოდ 25 პროცენტით, 14.03 ლირიდან, 17.5 ლირამდეა გაზრდილი. აქედან გამომდინარე, განახლებულ ტარიფში ევროს ფიქსირებული კურსია განსაზღვრული, რომლითაც დგინდება ევროში შესყიდული მედიკამენტების ფასები.
თურქი მაღალჩინოსნებისა და ექსპერტების აზრით, ლირის ევროსთან მიმართებით გამყარება არ იქნება საკმარისი მედიკამენტის ფასის დასაწევად და მისი ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ამისათვის აუცილებელია, რომ ადგილობრივი ფარმაცევტული ინდუსტრიის მიმართ მხარდაჭერა მკვეთრად გაიზარდოს, რის პარალელურადაც წარმოება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ამის შედეგად, თურქეთის დამოკიდებულება უცხოურ წყაროებზე ძლიერ შემცირდება, რაც წამლის ფასის ბუნებრივ კლებას გამოიწვევს.