სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1,946 მლრდ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 472.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 240.3 მლნ. აშშ დოლარით (4.3%).
უფრო კონკრეტულად, ტოპ-10 საექსპორტო პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - 1,946 მლრდ აშშ დოლარი
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 472,229 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 240,348 მლნ აშშ დოლარი
- სპირტიანი სასმელები - 176,971 მლნ აშშ დოლარი
- ფეროშენადნობები - 148,353 მლნ აშშ დოლარი
- აზოტოვანი სასუქები - 147,166 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - 121,829 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 108,984 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 103,509 მლნ აშშ დოლარი
- ელექტროენერგია - 103,296 მლნ აშშ დოლარი
რაც შეეხება უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში პირველ ადგილზე წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილები, რომლის იმპორტმა 2,881 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5% შეადგინა. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1,053 მლრდ აშშ დოლარით (იმპორტის 7.5%), ხოლო მესამეზე - დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 489.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.5%).
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს იმპორტში:
- მსუბუქი ავტომობილები - 2,880 მლრდ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1,053 მლრდ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 489,633 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 388,214 მლნ აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის - 330,873 მლნ აშშ დოლარი
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 230,326 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 154,099 მლნ აშშ დოლარი
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 149,630 მლნ აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 141,289 მლნ აშშ დოლარი
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 126,294 მლნ აშშ დოლარი