რომელია მსოფლიოს 10 ქვეყანა ყველაზე მსხვილი ეკონომიკით - 2023 წლის რეიტინგი

ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია, გერმანია და ინდოეთი, მთლიანი შიდა პროდუქტით, 2023 წლის უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნები არიან. თავის მხრივ, მშპ იმის შესანიშნავი ინდიკატორია, თუ რამდენად მსხვილი ეკონომიკა აქვს ქვეყანას.

ახლა კი წარმოგიდგენთ 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოში 10 უმსხვილეს ეკონომიკის ქვეყანას.

  1. ამერიკის შეერთებული შტატები - მშპ 26 954 მლრდ დოლარი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 80.41 ათასი დოლარი;
  2. ჩინეთი - მშპ 17,786 მლრდ დოლარი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 12.54 ათასი დოლარი;
  3. გერმანია - მშპ 4,430 მილიარდი აშშ დოლარი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 52.82 ათასი დოლარი;
  4. იაპონია - მშპ 4,231 მილიარდი აშშ დოლარი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 33.95 ათასი დოლარი;
  5. ინდოეთი - მშპ 3,730 მილიარდი აშშ დოლარი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2.61 ათასი დოლარი;
  6. გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი) - მშპ 3,332 მილიარდი დოლარი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 48.91 ათასი დოლარი
  7. საფრანგეთი - მშპ 3,052 მილიარდი დოლარი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 46.32 ათასი დოლარი
  8. იტალია - მშპ 2,190 მილიარდი დოლარი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 37.15 ათასი დოლარი
  9. ბრაზილია - მშპ 2,132 მილიარდი დოლარი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10.41 ათასი დოლარი
  10. კანადა - მშპ 2,122 მილიარდი დოლარი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 53.25 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, რუსეთი მშპ-ს მაჩვენებლით, მე-11 ადგილზეა, გასულ წელს, იგი მე-9 ადგილს იკავებდა. ეს გარკვეულწილად განპირობებულია რუსეთ-უკრაინის ომითა და რუსეთის წინააღმდეგ უამრავი სანქციებით.

Forbes-ის ინფორმაციით, ჩამოთვლილი ქვყენებიდან მშპ-ის წლიური ზრდის ტემპით აშშ გამოირჩევა, რომლის ზრდამაც 1.6% შეადგინა.

ბაჩანა ტყემალაძე