წელს 11 თვეში, გასული წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან შოკოლადის ექსპორტი 34,5%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყნიდან 1 351 ტონა (7,352 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი გავიდა, წინა წლის 11 თვეში 884 ტონა (3,752 მლნ აშშ დოლარის).
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში 18 850 ტონა, 76,218 მლნ აშშ დოლარის ღირებულების შოკოლადი შემოვიდა, წინა წლის 11 თვეში - 18,031 ტონა, 65,780 მლნ აშშ დოლარის.
საქსტატის მიხედვით, იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც წელს შოკოლადი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა, 40,7%-ით რუსეთი ისევ ლიდერობს.
უფრო კონკრეტულად, ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:
ტოპ-5 ქვეყანა, სადაც 2023 წელს იანვარ-ნოემბერში საქართველოდან შოკოლადი გავიდა: