„ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ამასთან, ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში აშშ დოლართან მიმართებით უფრო მყარ ევროზე თანხმდება“ - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალი“ თავის ყოველკვირეულ კვლევაში წერს.
კვლევის თანახმად, ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარ არის, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, „თიბისი კაპიტალი“ არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს. „ამასთან, ბოლო თვეებში გაუმჯობესება აღინიშნება. თანაც, იმ ფონზე, რომ მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და, როგორც ჩანს, სამომავლოდაც ეტაპობრივი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ასევე, დაბალი ინფლაცია უკვე ფაქტია. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვებისა და მომგებიანობის, ხელფასების მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი.
„თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ამასთან, ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში აშშ დოლართან მიმართებით უფრო მყარ ევროზე თანხმდება. საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია“ - წერია კვლევაში.