საზეიმო განწყობას საახალწლო საჩუქრები აათმაგებს. ყველა საჩუქარი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვანაირია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად მთავარი არა საჩუქრის ფასი, არამედ საყვარელი ადამიანებისგან მიღებული ყურადღება.
ამის მიუხედავად ულტრა მდიდრებისთვის არსებობს უნიკალური საახალწლო საჩუქრები, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ და ამის გამო საოცრად ძვირი ღირს.
მყარი ოქროს ნაძვის ხე – 1.95 მილიონი დოლარი
მთლიანად ოქროსგან ჩამოსხმული საახალწლო ნაძვის ხე, 2,4 მეტრი სიმაღლისაა და 12 კგ-ს იწონის.
ნაძვის ხე ტოკიოში Ginza Takana-ს საიუველირო მაღაზიაში დგას. ხე არ იყიდება.
ბრილიანტის საშობაო გვირგვინი – 4.6 მილიონი დოლარი
საშობაო გვირგვინი შემკულია 40 ბრილიანტით და ლალის თვლებით. მას ამშვენებს ყვავილები: როგორიცაა ჰედერას კენკრა, ნობილისი, ლინგობერის და მოცვის ღეროები, ჰელებორუსის ყვავილის თავები და ევკალიპტის ფოთლები.
ვარდების მინი ნაძვის ხე – 1.8 მილიონი დოლარი
შექმნილ ორნამენტს ავსტრალიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოტანილი 400 ბრილიანტი ამშვენებს. თითოეული ვარდის ფურცლებში ავსტრალიური და აფრიკული ბრილიანტებია ჩასმული.
ოქროს სანტას ფიგურა – 1.6 მილიონი დოლარი
სანტას ჩანთაც კი ოქროსგან არის დამზადებული და ქამარში ბრილიანტია ჩასმული. 18-დიუმიანი ფიგურა შექმნა იაპონელმა გინზა ტანაკამ.
ბრილიანტებით მორთული საშობაო ვარსკვლავი – 950 000 დოლარი
იგი შეიქმნა ლონდონში დაფუძნებული ონლაინ იუველირის 77 Diamonds-ის მიერ და მსოფლიოს უნიკალურ ნაკეთობად ითვლება. მისი მფლობელი უცნობია.